loading...

ვირუსით აღშფოთებული მომღერალი, ინდირა ჯგერნაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“კარგა ხანს ვიყავი ჩუმად კოვიდ19-ზე, უბრალოდ მეტს ვეღარ მოვითმენდი უნდა მეთქვა. მჯერა და ვიცი რომ არსებობს, დაუდასტურდა რამოდენიმე ჩემს ნაცნობს მაგრამ რაა მერე?

loading...

ადამიანები ჩვეულებრივ უსიმპტომოდ გრძნობენ თავს, დაღლილები არიან უბრალოდ თეთრ ხალათიანებით რომლებიც ფსიქოლოგიურად ცდილობენ რო დაამუშაონ საწყალი ხალხი.

სად იყავით ხალხო პანიკაში მე რომ იანვარში გვერდები მტკიოდა, სიცხით ვიწვებოდი, არც ყნოსვა მქონდა და არც გემო.

ჩემი შვილი ორივე ახალი წელი საავადმყოფოში მშრალი ხველითა და 40 ტემპერატურით მოხვდა. ზუსტად ორ კვირაში დედაჩემი იგივე სიმპტომებით. ეს სწორედ ის პერიოდია საზღვრები რომ ღია იყო და ჩინეთში რომ მძვინვარებდა.

ვინ მეტყვის ან ვინ გამოგვიკვლევს რომ არ გადავიტანეთ?

ჩემს ნაცნობებს ვისაც კარანტინში ვესაუბრები ერთ ტაბლეტ წამალსაც არ ასმევენ იმიტომ რომ არიან უსიმპტომოები!

დასკვნა: კორონა არ კლავს თუ ხარ ჯანმრთელი და თუ კი სხვა დაავადება აქვს ადამიანს თავადვე უნდა გაფრთხილდეს. ხომ გინდოდათ რომ გვესწავლა კორონასთან ცხოვრება? ჰოდა ვისწავლეთ. ის დაჯდეს სახლში ვისი იმუნიტეტიც სუსტია და მართლა ძალიანაც ნუ მოგინდებათ ამ ხალხის დაჩლუნგება.

შევწუხდით

მოგვბეზრდა

გვაცადეთ ნორმალური ცხოვრება!

ჩემმა საკუთარმა დამ შვედეთში კორონიან ადამიანთან ერთად ერთ სივრცეში იმუშავა. მეც ვიყავი გარკვეული პერიოდი პანიკაში სანამ გავერკვეოდი ბევრ რამეში. შვედეთმა არც თავიდან არ დაკეტა არც კი შეიმჩნია ეს ვირუსი, მართლა სად ვცხოვრობთ ხალხო რატო ხართ ჩუმად ?

დეგრადიულები ავტომატურად მიიბლოკებით თქვენი განათლების ნერვი არ მაქვს!” – წერს მომღერალი.

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here