სან სებასტიანის კინოფესტივალზე მსახიობმა ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა. ინფორმაციას თავად ია სუხიტაშვილი ავრცელებს სოც ქსელში:

”საუკეთესო სცენარი,საუკეთესო რეჟისორი ,საუკეთესო მსახიობი ქალი(მე) რეკორდი მოვხსენით,სან სებასტიანის კინო ფესტივალი ,ვაიმეეე არ მჯერააააა ,დეა კულუმბეგაშვილი მიყვარხააარ ეხლა უცებ საუკეთესო ფილმი კიდევ ჯილდო,ვაიმეეე ,ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს,საქართველო გილოცავ” – წერს სუხიტაშვილი.

მსახიობი ია სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. ქართული კინოს ტრიუმფს საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრიც ეხმაურება:

“კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – “ოქროს ნიჟარა” გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “დასაწყისი”!
და კიდევ სამი მთავარი ჯილდო:
დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);
ვულოცავთ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ გამარჯვებას!”

“დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში.

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here