23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც გარდაცვლილი გოგოს დედა თეონა თამაზაშვილი „პოლიტმეტრთან“ ჰყვება თამარს სახლიდან გამოსვლისას შავი ფერის მაიუსირ ეცვა.

„ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია“, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

ქალი, რომელმაც ბაჩალიაშვილი საკუთარი სახლთან ნახა ამბობს, რომ გოგონას თეთრი ფერის მაისური არ ეცვა.

„რა ფერი ეცვა არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თეთრი არ იყო“, – ამბობს ადგილობრივი.

გარდაცვლილი გოგოს ადვოკატიც ადასტურებს, რომ თამარი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი თეთრი ფერის მაისურით ნახეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here