loading...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კარანტინში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა.

“მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

loading...

კარანტინში მყოფი პირი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, მართვით სუნთქვაზეა. დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული და მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება. მედიკოსების თქმით, კაცის მდგომარეობა მძიმეა.. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში 14 აგვისტოს, გამთენიისას უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

დაშავებულის ცოლი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს, ამბობს რომ ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქოლოგიური ან სხვა სახის პრობლემები არასდროს არ ქონია და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.
ფოტო პირობითია

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here