თაკო ჩარკვიანი ცოტახნის წინ კორონავირუსისგან განიკურნა, მან გადაწყვიტა აეხსნა როგორ გრძნობდა თავს ინფიცირების დროს:

”ბევრი მირეკავს და მეკითხება, რა არის ეს ვირუსი( კოვიდი) როგორი გადასატანია, მარტივია? რთულია?? რა შეგრძნებებია??? იქნებ სულაც არაფერია?! შევეცდები ავხსნა ( არაპროფესიონალურად)😊: რა სირთულე ახლავს ამ ვირუსს:

ძირითადად ის, რომ ვერ იგებ ხშირად ,რომ გაქვს და დაგვიანებით აკითხავ ექიმს ( ჩვენს შემთხვევაში, თითქმის დაგვიანებული იყო, ჩემს მეუღლესთან განსაკუთრებით)რთული ვირუსია და რატომ ახლა ავხსნი: გაქვს მშრალი ხველა, ვერ სუნთქავ- უკმარისობა ჰაერის, გჭირდება ჟანგბადი, წარმოუდგენელი რაოდენობით კარგავს სხეული სითხეს ანუ ადამიანი რისგანაც შედგება( უბრალოდ საოცარი- უჩვეულო რაოდენობით) ანუ ელექტროლიტებს, ნატრიუმს , კალიუმს და ა.შ.

ეს იწვევს საშინელ სისუსტეს, შესაბამისად ექიმები გეხმარებიან და აკონტროლებენ და მიდის – მიმდინარეობს შევსება ორგანიზმის, მოგეხსენებათ, რომ ელექტროლიტების ასეთი ოდენობით კარგვის დროს ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება, რამაც მძიმე – უმძიმეს შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს პაციენტი , როგორიცაა მაგ. ტვინის იშემიური ინსულტი და ა.შ. გაქვს მაღალი სიცხე 38 და მეტი, ან შეიძლება 37 და 5.

რას შვებიან ექიმები ამ დროს??? ექიმები ბრწყინვალედ მართავენ ამ ყველაფერს ანუ ყოველ დღე, ( ვიმეორებ ყოველ დღე ) ხდება სისხლის ფორმულის კონტროლი, ( რაც სახლში შეუძლებელია ვფიქრობ)კონტროლი სისხლის აუცილებელია , რადგან ამ ვირუსის თანმდევი პნევმონიის-ფილტვების დაზიანების გარდა , არის დედიმერის ანუ სისხლის შედედების მაღალი ალბათობა და სოც. ქსელში გავეცანი ინფორმაციებს და ევროპაში, მაშინ, როცა ძალიან ახალი იყო ეს კოვიდ -ვირუსი, ხშირად უკვდებოდათ პაციენტები თრომბოზებით, ახლა აშკარად მართავენ კარგად და მინდა აღვნიშნო უმაღლესი პროფესიონალიზმი ინფექციური საავადმყოფოს ექიმებისა სრული შემადგენლობით, ( ქ.ნი მარინა ეზუგბაია , ბ.ნი. თენგიზ ცერცვაძე, ბ.ნი კახა ჩომახიძე საერთოდ მთელი შემადგენლობა, განყოფილების ხელმძღვანელიდან დაწყებული ყველა ექთნით დასრულებული- უმაგრესი პროფესიონალები)

რატომ მოვყევი დეტალები ამ ვირუსისა, იმიტომ , რომ ეს არ არის საშიში ვირუსი იმ შემთხვევაში თუ დაიჯერებთ და გააანალიზებთ, რომ საშიში და მძიმე ვირუსია, არ მოგკლავთ ეს ვირუსი, თუ სწორად აღიქვამთ რომ დროულად სჭირდება მიხედვა, რომ ექიმებს არ გაუჭირდეთ მისი მართვა! არ ვიცი რამდენად ავხსენი, მთხოვეს მეგობრებმა და დავწერე , რომ მე რაც ვიცი ამ ვირუსის შესახებ მივაწოდო ადამიანებს!გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება!🙏✌️” – წერს თაკო ჩარკვიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here