მსახიობი, ფოტომოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ამერიკაში მცხოვრებ მსახიობს სამშობლო მოენატრა. კოშკელიშვილის თქმით, ნოსტალგიის გამო მეუღლესთან იმის გამოც კი უჩხუბია, რომ ქართველივით არ იქცევა.

„პატრიოტიზმი. დედა-შვილური სიყვარულივით არ არის? გინდა არ გინდა გიყვარს შენი ქვეყანა! მე იცით როგორ მიყვარს?! აი სომხებზე უკბილო ანეგდოტები რომ არსებობს, ყველაფერში საუკეთესო რომ ჰგონიათ თავიანთი სამშობლო ასე ვარ. ვერავინ დამაჯერებს რომ ქართველზე უკეთესი არსებობს “(არ დაწეროდ ახლა “მაშ ბენს რატომ გაყევი ცოლადო” ბენი შემიყვარდა, სიყვარულმა ეროვნება არ იცის) ეს იმას არ ნიშნავს რომ საქართველო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არაა.

ისე გაგიკვირდებათ და ძირითადი ჩემი ჩხუბიც ოჯახში იმაზე ხდება, რომ ბენი ისე არ იქცევა როგორც ქართველი მოიქცეოდა. შორს რომ მიდიხარ, სამშობლოს სიყვარული ფანატიკური ხდება. ერთი რამის თქმა მინდა… არასდროს მითქვამს, მაშინაც კი როცა მლანძღავდნენ, ცუდად ვარ, მიჭირს, რომ ცუდი ერი ვართ ან უარგისი. ჩემთვის ყოველი წარმატება, რასაც ეს ქვეყანა აღწევს, პირად გამარჯვების ტოლფასია. მიყვარხართ სათითაოდ ყველა, ჭორებით, ძმობით, მუდმივი ჟრიამულით,დობით, სიყვარულით და იუმორით. დიახ! არ ვიგონებ!

პ.ს მე ვგიჟდები მკითხავებზე, და საერთოდ ამოუცნობ ძალებზე, ძალიან მაინტერესებს. აი გადაცემას რომ უყურებ და ვიღაც მკითხავი რაღაცეებს არტყავს, მაგ დონეზე, გთხოვთ არ დამიწყოდ სატანისტურია, მაინტერესებს და გაოცებას იწვევს ეს თემები. ხოდა ერთხელ ერთმა მკითხაა მითხრა, შენ საქართველოში იმიტომ გამოგდის ბევრი რამ, რომ აქ ხარ დაბადებულიო. მიწა იცავს თავის შვილებსო. თუ სხვაგან გადახვალ ხე დარგე, რომ ეს საჩუქარი იყოს უცხო მიწისთვის და შენი მფარველობა დაიწყოსო იმ ქვეყანამ. სიცოცხლეს აჩუქებ და ისიც საპასუხოდ დაგიცავსო.

ამის მერე სხვანაირად შევხედე სამშობლოს, დედა-შვილობაა. უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ და გიცავს და გფარველობს რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენც უნდა გამოვხატოდ მადლიერება..მომინდა ამის დაწერა დღეს”, – წერს კოშკელიშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here