ამ თვეების განმავლობაში, ადამიანების მხარდაჭერა და ყურადღება ისეთი დოზით მივიღე, რომ თითქოს, აღარაფერს უნდა გავეკვირვებინე, მაგრამ, კიდევ სულ სხვა შეგრძნებაა, როცა, იგებ, რომ შენთვის სრულიად უცხო ადამიანები, შენგან დამოუკიდებლად ფიქრობენ და ზრუნავენ შენზე, ცდილობენ ცხოვრების ფერხულში ჩაბმაში ამოგიდგნენ გვერდში.

 

ამ ზრუნვის შედეგად აღმოვჩნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში- გარემოში, სადაც, თითქოს, ყველაფერი უცხო უნდა ყოფილიყო, მაგრამ სათითაოდ ყველამ ოჯახის წევრივით მიმიღო და ჩამიხუტა გულში. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ამ გულისხმიერებისთვის!

განსაკუთრებით კი, მინდა Nino Giorgobiani -ის როლი გამოვყო. ადამიანის, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე საოცრად სამართლიანი და საქმისთვის მებრძოლი პროფესიონალის შთაბეჭდილება დამიტოვა და რომლის სიკეთის დამსახურებაცაა, ახალ ოჯახში ჩემი შებიჯება.
იმედი მაქვს, შევძლებ და ამ გაუმჟღავნებელი ზრუნვის, გვერდში დგომისა და სიკეთის საპასუხო თანამშრომლობას დავუბრუნებ ოჯახს, რომელმაც ასე თბილად, მიმიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ❤ ❤ ❤

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here