შინაგან საქმეთა სამინისტრო თემქაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „პრაიმტაიმს“ მეზობლებმა განუცხადეს, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათი თქმით, ინციდენტს წინ ოჯახში კამათი უძღოდა, მამაკაცმა ნაჯახით ფანჯრები და ავეჯი დაამტვრია.
უწყების ცნობით, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით საპატრულო ეკიპაჟი თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მივიდა. ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი მამაკაცმა, ცივი იარაღით, პრაიმტაიმის ინფორმაციით, ნაჯახით დაჭრა და მეშვიდე სართულიდან გადახტა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე

გარდაიცვალა.
„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე – 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა.
აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცი ადრე თერჯოლის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში მკურნალობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here