დიდი ტრაგედია დატრიალდა ფოთში. თვითხმილველმა ფოთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ისაუბრა. მან აღწერა რა და როგორ იყო ყველაფერი.

“ხმა­უ­რი შე­მო­მეს­მა, რომ გა­ვი­ხე­დე და­ახ­ლო­ე­ბით 5 ბიჭი ხელ­კე­ტებს ურტყამ­და რა­ღა­ცას მი­წა­ზე, ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ გვე­ლი ნა­ხეს და იმას ურტყა­მენ. მერე და­ვი­ნა­ხე, რომ კაცი ეგდო ძირს და ხმას არ იღებ­და. ვიყ­ვი­რე ახ­ლა­ვე პო­ლი­ცი­ას და­ვუ­რე­კავ-მეთ­ქი.

ისი­ნი გა­იქ­ცნენ. ახ­ლოს რომ მი­ვე­დით, ხმას არ იღებ­და, მე­გო­ნა მკვდა­რი იყო, მაგ­რამ წყა­ლი რომ შე­ვას­ხით, ხმა ამო­ი­ღო- სას­წრა­ფოს და­უ­ძა­ხეთ, მიშ­ვე­ლე­თო, – გვი­თხრა. ვინ გირ­ტყამ­და, რომ ვუ­თხა­რი, მი­თხრა, არ ვიც­ნო­ბო. მერე სას­წრა­ფოც მო­ვი­და და წა­იყ­ვა­ნეს”, -გა­ნა­ცხა­და თვითმხილ­ველ­მა ზა­ი­რა ბა­სი­ლა­ი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ 43 წლის მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. შსს-მ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გამ­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here