19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

 

როგორც საქმის მასალებში წერია, გიორგი შაქარიშვილის ცხედარი მდინარის ნაპირიდან 1.5 მეტრის მოშორებით იყო წყალში.

„სახე და კიდურები ჰქონდა წყალში, ხოლო წყლიდან ჩანს ზურგი… აცვია მომწვანო ორნამენტებიანი პერანგი და შავი შორტები… ყელზე აქვს ოქროსფერი “ძეწკვი” და ამავე ფერის ჯვარი.

გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. გვამი დეტალურად დათვალიერებისა და გამოკვლევისთვის, გადასვენებული იქნა პროზექტურაში” – წერია წინასწარი დათვალიერების ოქმში.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარის პირველადი დათვალიერების დოკუმენტები “პრაიმტაიმმა” მოიპოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here