loading...

“ალიას” დაუკავშირდა სასწრაფო დახმარების თანამშრომელი, რომლის მონათხრობსაც, უცვლელად გთავაზობთ:
“გვითხრეს, რომ უნდა გავიდეთ და აეროპორტში შევამოწმოთ მოქალაქეები.
ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული ადამიანის გადასარჩენად, მაგრამ – თანამშრომელთა უმეტესობა არ ვაპირებთ ამ ბრძანებას დავემორჩილოთ.

საუბარია ვირუსზე, რომელიც შეიძლება არა მხოლოდ ამ საუკუნის, წინა საუკუნის ყველაზე საშიშ ვირუსად დასახელდეს და თუ მისი გავრცელება მოხდა, წარმოდგენაც გაგვიჭირდება მსხვერპლთა რა მაშტაბზე იქნება საუბარი. როგორ წარმოგიდგენიათ, გავიდეთ ფორმის გარეშე, დავდგეთ და თვითმფრინავიდან ჩამოსულ მგზავრებს გავუზომოთ სიცხე? – რას შეცვლის?

loading...

ჯერ ერთი, მგზავრები უნდა შემოწმდეს თვითმფრინავშივე და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, ინფიცირებული მგზავრის გადაყვანა უნდა მოხდეს, სპეციალური მოწყობილობით, თვითმფრინავში თუ აღმოვაჩენთ ვირუსის ნიშნებს, კიდევ შესაძლებელი იქნება დადგენა, რამდენ ადამიანთან იყო შემხებლობაში მგზავრი.

დავუშვათ, აღმოვუჩინეთ თვითმფრინავიდან ჩამოსულ ერთ მგზავრს ვირუსის ნიშნები, მთელი აეროპორტი უნდა გავწმინდოთ? უკაცრავად და რით? – ნიღაბსაც ჩვენი ფულით ვყიდულობთ, აბტისეპტიკურ სითხესაც არ გვაძლევენ – რით და როგორ?

გავდივარ სპეციალური ფორმის გარეშე, მაცვია სასწრაფოს თანამშრომლის ფორმა, რომელსაც დეზინფექცია არ უტარდება, რომ ვიხდი ფორმას, ჩემს ტანსაცმელს არ უტარდება დეზინფექცია, ჩემს სხეულს არ უტარდება დეზინფექცია და მივდივარ სახლში დეზინფექციის ჩატარების გარეშე.

ჩემი ოჯახი და ახლობლები არ არიან ადამიანები? იმათ სიცოცხლეს ვაყენებ საფრთხის ქვეშ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმალურად დავდგე აეროპორეტში?

თუ აღმოვაჩინეთ ვირუსის შემთხვევა – სად არის სპეციალურად ამ ვირუსით დაავადებული ადამიანებისთვის გათავისუფლებული და მოწყობილი კლინიკა, ან კლინიკის ნაწილი? სად უნდა გადავიყვანოთ? სად უნდა გადავიყვანოთ ინფიცირებულ ადამიანთან შემხებლობაში მყოფი პირები დაკვირვებისთვის? – ამაზე პასუხი არ არსებობს!

არანაირი გადამზადება არ გაგვივლია, არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, ან, როგორ გავივლით გადამზადებას? გადამზადება რომ გავიაროთ, ხომ მოუწევთ თქმა, რომ სპეციალური ტანისამოსით უნდა გავიდეთ შესამოწმებლად? არა აქვთ სპეციალური ტანისამოსის მოცემის სურვილი და ნება.

ვესაუბრე უცხოეთში კოლეგებს, მეტსაც გეტყვით, ვერც ის ტანისამოსი გაძლევს ასპროცენტიან გარანტიას, მაგრამ შედარებით დაცული ხარ.

თუ კორონა ვირუსმა საქართველოში შემოაღწია, ჩვენ ვხვდებით სრულად მოუწესრიგებელი, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, სასწრაფო დახმარება რომ გამოგეძახა – მინიმუმ 5 საათი ვერ მივიდოდა ბრიგადა სიცხიან ავადმყოფთან – საუბარია, ვირუსზე, რომლის ვაქცინაც არსებობდა და ქვეყანამ არ შემოიტანა, წარმოდგენაც შეუძლებელია რა მოხდება, ჩვენთან რომ გავრცელდეს ვირუსი, რომლის ვაქცინაც არ არსებობს!

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here